130-ე სადგური – ქონექთის ზრდის კიდევ ერთი ეტაპი
2025 წლის 25 ივნისს, „ქონექთმა“ გახსნა თავისი 130-ე ავტოგასამართი სადგური, რომელიც მდებარეობს, გარდაბანში, კომპანიის საკუთრებაში არსებულ ნავთობ ტერმინალთან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კომპანიის დამფუძნებლები და თანამშრომლები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გუნდის ერთიანობასა და საერთო მიზნისკენ სწრაფვას.
„ქონექთი“ არის ქართული ბრენდი, რომელიც განაგრძობს სწრაფ განვითარებას — ხარისხიანი საწვავის, სანდო მომსახურებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის შეთავაზებით მთელი საქართველოს მასშტაბით.
ქონექთი — შენთან, გზის ყველა ეტაპზე.


