რა განსაზღვრავს საწვავის ხარისხს? (ძირითადი ლაბორატორიული მაჩვენებლები და მათი მნიშვნელობა)

საწვავის ხარისხი მხოლოდ ფასით არ იზომება. მისი ენერგოეფექტურობა, ძრავის უსაფრთხო გამოყენება და გარემოზე ზემოქმედება განისაზღვრება სპეციფიკური ლაბორატორიული მაჩვენებლებით, რომლებიც დაწესებულია საერთაშორისო სტანდარტებით – EN 228 ბენზინისთვის და EN 590 დიზელისათვის.

გადავხედოთ ძირითად პარამეტრებს და იმ სტანდარტებს, რომლებიც აუცილებელია მაღალი ხარისხის საწვავის შესაფასებლად:

ოქტანის რიცხვი (RON / MON)
 რას ზომავს? ბენზინის ანტისაჯახუნო უნარს, რაც გავლენას ახდენს ძრავის სიმძლავრეზე და ხანგრძლივობაზე.

სტანდარტი: EN 228 | მინიმუმი: RON 95
ტესტის მეთოდი: ASTM D‑2699 / D‑2700

ცეტანის რიცხვი (დიზელი)
 რას ზომავს? დიზელის წვის წამოწყების სიმსუბუქეს. რაც უფრო მაღალია ცეტანი, მით უფრო რბილად და ეფექტურად მუშაობს ძრავი.

სტანდარტი: EN 590 | მინიმუმი: ≥ 51
ტესტის მეთოდი: ASTM D‑613

გოგირდის შემცველობა
 რატომ არის მნიშვნელოვანი? მაღალი გოგირდის შემცველობა აზიანებს კატალიზატორს და ზრდის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებებს.

ნორმა: მაქსიმუმ 10 ppm (EU K5 დონე)
ტესტის მეთოდი: ASTM D‑5453

დისტილაციის Distillation curve
 რას გვიჩვენებს? საწვავის აორთქლების პროფილს, რაც გავლენას ახდენს ცივ სტარტზე და სრულ წვას პროცესზე.

სტანდარტი: EN 228 / EN 590
ტესტი: ISO 3405

CFPP – ცივი ფილტრის ბლოკირების წერტილი (დიზელი)
 რისთვის არის საჭირო? ზამთარში დიზელის გამავლობის შესაფასებლად.

ნორმა: −15 °C (ზამთარი)
ტესტი: EN 116

დენსიტეტი (სიმკვრივე)
 რას ნიშნავს? საწვავის სიმკვრივე განსაზღვრავს, რამდენად ენერგოეფექტურია ის მოცულობის ერთეულზე.

ბენზინი: 720–775 kg/m³ | დიზელი: 820–845 kg/m³
ტესტი: EN ISO 3675

ორთქლის წნევა (RVP / VP)
 რისთვის არის მნიშვნელოვანი? განსაზღვრავს საწვავის აორთქლების უნარს და აორთქლებადი ორგანული ნაერთების (VOC) დონეს, რაც გავლენას ახდენს ეკოლოგიურ სტანდარტებზე და უსაფრთხოებაზე.

სტანდარტი: EN 228
ტესტი: EN 13016‑1

რომ შევაჯამოთ:
 ყველა ამ მაჩვენებლის დაცვა აუცილებელია იმისთვის, რომ საწვავმა არ დააზიანოს ძრავი, სრულად დაიწვას, უზრუნველყოს ენერგოეფექტურობა და შეესაბამებოდეს გამონაბოლქვის თანამედროვე სტანდარტებს.

 

აქტუალური სტანდარტები
 EN 228 (ბენზინი):

  • RON ≥ 95
  • გოგირდი ≤ 10 ppm
  • დისტილაცია: მინ. 22 % აორთქლება 70 °С-ზე

EN 590 (დიზელი):

  • ცეტანი ≥ 51
  • გოგირდი ≤ 10 ppm
  • ბიოკომპონენტები (FAME) ≤ 7 %
  • ზამთრის CFPP: −15…−20 °C