ქონექთში ახალი ეტაპი იწყება – კომპანიის ქსელს უკვე დაემატა თვითმომსახურების სადგურები

ეს ახალი სერვისი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, სწრაფად და მარტივად მოემსახუროს საკუთარ ავტომობილს, დაზოგოს დრო და ამავე დროს ისარგებლოს სპეციალური ფასებით უმაღლესი ხარისხის საწვავზე.

პირველი თვითმომსახურების სადგურები უკვე გაიხსნა როგორც თბილისში, ისე ხაშურში და კომპანია ეტაპობრივად აგრძელებს ამ მიმართულების განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ქონექთი აგრძელებს ინოვაციების დანერგვას, რათა მომხმარებელს კიდევ უფრო კომფორტული და თანამედროვე სერვისი შესთავაზოს.