მოუსმინეთ, უყურეთ და გამოიწერეთ პოდკასტები

ქონექთის ავტო პოდკასტი წარმოადგენს პლატფორმას, სადაც ავტო ინდუსტრიის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის საწვავის ხარისხი და მისი გავლენა ავტომობილის მუშაობაზე, პროფესიულ და სიღრმისეულ ჭრილში განიხილება და მსმენელს სთავაზობს სანდო, პრაქტიკულ და ღირებულ ინფორმაციას, რომელიც ეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებასა და ავტომობილის ოპტიმალურ მართვასა და მოვლაში.

მერსედესი vs BMW – #5 ავტო პოდკასტი

აქვს თუ არა ელექტრო მანქანებს მომავალი და რა გავლენა აქვს მარკეტინგს ავტოინდუსტრიაზე

ამ და სხვა საინტერესო კითხვაზე გვიპასუხებს ქონექთის ავტო პოდკასტის სტუმარი ნიკა აბაშიძეა.

მრბოლელის კარიერა – #4  ავტო პოდკასტი

ქონექთის ავტო პოდკასტის მეოთხე ეპიზოდის სტუმარია დათა ქაჯაია, პირველი ქართველი ავტომრბოლელი ფერარის საჭესთან.

ის გვიყვება საკუთარ განვლილ გზაზე. როგორ დაიწყო, რა გამოწვევები შეხვდა და რა გამოცდილება დააგროვა ავტოსპორტში.

თუ სიჩქარე და ავტოსპორტი შენი თემაა, ეს ეპიზოდი ნამდვილად შენთვისაა.

უსამართლობა ავტოსპორტში – #3  ავტო პოდკასტი

ბავშვობიდან ავტომობილები მისი მთავარი ადრენალინის წყარო იყო.  წლების შემდეგ კი შეძლო ეს სიყვარული პროფესიად ექცია.

როგორ აქცია ავტომოყვარულობა საკუთარ საქმედ? რა გზა გაიარა დრიფტინგამდე და რას ნიშნავს მისთვის სიჩქარე?

ამ ყველაფერზე გვიყვება ეპიზოდის სტუმარი, ირაკლი შალიკაშვილი, დრიფტერი.

ძმაკაცი – #2  ავტო პოდკასტი

ქონექთის ავტო პოდკასტის მეორე ეპიზოდის სტუმარია „ძმაკაცი“.

ის გვიყვება, საიდან დაიწყო მისი მანქანების სიყვარული, რას ანიჭებს უპირატესობას – ბენზინს, დიზელს თუ საერთოდ ელექტრო ავტომობილებს.

გაიგებ მის გამოცდილებას, არჩევანს და იმ დეტალებს, რაც ყველა ავტომოყვარულისთვის საინტერესოა.

Nodo GT – #1  ავტო პოდკასტი

GT Performance-ის დამფუძნებელი, ნოდარ სვანიძე, გვიყვება ავტომობილების ტუნინგის სამყაროზე.

როგორ ზრდის ტუნინგი მანქანის სიმძლავრეს, როგორ მუშაობს ძრავისა და პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზაცია და რა ცვლილებებს აძლევს ეს ავტომობილს.

ამ და ბევრ სხვა საინტერესო თემაზე, Nodo GT საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.