Cven vqmniT kavSirs romelsac endobian

Connect — სრულად ქართული ბრენდია, რომელიც 2014 წელს დაარსდა და დღეს ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი საწვავის ქსელია საქართველოში.
დასაწყისიდანვე ჩვენი მისია იყო მომხმარებლისთვის ხარისხიანი საწვავის, თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და სანდო მომსახურების შეთავაზება. განვითარების პირველივე ეტაპიდან ჩვენ გავდივართ მუდმივი ზრდის გზას — ამჟამად ვფლობთ 140-მდე ბენზინგასამართ სადგურს საქართველოს მასშტაბით და აქტიურად ვაგრძელებთ გაფართოებას.
ჩვენ გვჯერა, რომ წარმატება მხოლოდ ზრდაში არ არის — ის არის პასუხისმგებლობაში, ინოვაციაში და იმ ღირებულებებში, რასაც მომხმარებელს ვუზიარებთ ყოველდღიურად. სწორედ ამიტომ, Connect-ის გუნდი ისწრაფვის ლიდერობისკენ: ვიყოთ ის ბრენდი, რომელიც განსაზღვრავს სტანდარტს ამ სფეროში.

