Connect.com.ge-is konfidencialuribis politika

ზოგადი პირობები

წინამდებარე პოლიტიკით რეგულირდება ვებ-გვერდი Connect.com.ge-ის მიერ ინტერნეტის ქსელის მეშვეობით მომხმარებელთა მონაცემების შეგროვებასთან, დამუშავებასთან და გამჟღავნებასთან დაკავშირებული ურთიერთობები.

გთხოვთ, ვებ-გვერდით სარგებლობამდე ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ წარმოდგენილ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განსაზღვრულ პირობებს.

მონაცემთა ნებისმიერი დამუშავება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და მათი გამჟღავნება არ განხორციელდება წინამდებარე პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების საწინააღმდეგოდ.

განახლებები

ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, მათ შორის წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა, შესაძლოა პერიოდულად განახლდეს. Connect.com.ge არ იღებს ვალდებულებას ცალკეულად შეგატყობინოთ აღნიშნული ცვლილებების შესახებ, შესაბამისად უმჯობესია ყოველი ვიზიტისას გადახედოთ განახლებულ პირობებს.

მონაცემთა გამოყენების მიზანი

Connect.com.ge აგროვებს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია ვებ-გვერდის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის.

Connect.com.ge-ის მიერ მონაცემთა გამოყენების მიზანია ვებ-გვერდის ფუნქციონირების გაუმჯობესება; მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია; მომხმარებელთა ტექნიკური მხარდაჭერა; ანალიტიკური და სტატისტიკური მიზნები (არაპერსონალიზებული მონაცემებით); ასევე სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება.

შეგროვებული მონაცემები შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას სახელის, ელ.ფოსტის მისამართისა და ტელეფონის ნომერის შესახებ, მხოლოდ მაშინ, როდესაც მომხმარებლები ნებაყოფლობით მოგვაწოდებენ საკონტაქტო ფორმების ან ელფოსტის საშუალებით (დარეგისტრირდებიან კორპორატიული ბარათის სექციაში). ტექნიკური ინფორმაცია, როგორიცაა მოწყობილობის ტიპი, IP მისამართი, ბრაუზერის ვერსია, სეანსის ხანგრძლივობა.

ჩვენ ვახორციელებთ უსაფრთხოების შესაბამის ზომებს, რათა დავიცვათ ჩვენთვის მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ის დაცულია არა ავტორიზებული წვდომისგან, გამჟღავნებისგან ან ცვლილებისგან.

მონაცემთა გაზიარება

ჩვენ არ ვავრცელებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებთან, გარდა შემდეგ შემთხვევებში: თქვენი წინასწარი თანხმობით; იმ პარტნიორებთან, რომლებიც საჭირო არიან მომსახურების გაწევისთვის (მაგ. ტექნიკური მხარდაჭერის პროვაიდერები); საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კანონით განსაზღვრული ვალდებულების ფარგლებში.

მონაცემთა შენახვა

თქვენი მონაცემები შეინახება მხოლოდ იმ პერიოდით, რამდენიც საჭიროა კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებული მიზნების მისაღწევად ან კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

უსაფრთხოება

ჩვენ ვიყენებთ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი მონაცემების დასაცავად უნებართვო წვდომის, დაკარგვის, ცვლილების ან გავრცელებისაგან. თუმცა, ინტერნეტზე მონაცემთა გადაცემისას აბსოლუტური უსაფრთხოება ვერ გარანტირდება.

მომხმარებელს უფლება აქვს

მიიღოს ინფორმაცია, რომელიც ეხება მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებას. მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დაზუსტება, მათი დაბლოკვა ან განადგურება იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემები არის არასრული, მოძველებული, არაზუსტი, უკანონოდ მიღებული ან არ არის აუცილებელი დამუშავების განცხადებული მიზნისთვის, ასევე მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები თავისი უფლებების დასაცავად.

ქუქი-ფაილები (Cookies)

Cookie–ფაილები არის მცირე ტექსტური ფაილები, რომლებიც შეიძლება თქვენს კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაზე გაიგზავნოს და დარეგისტრირდეს იმ ვებ-გვერდებიდან, რომელსაც ეწვიეთ. ამ cookie-ფაილების წყალობით ვებ-გვერდს შეუძლია “დაიმახსოვროს” თქვენი მოქმედებები (მაგ., მონაცემების შესვლა, ენა, შრიფტის ზომა, სხვა პარამეტრები და ა.შ.), ასე რომ ყოველი შემდგომი ვიზიტის ან ვებ-გვერდის შეცვლის დროს თქვენ აღარ დაგჭირდებათ იგივე მონაცემების თავიდან კონფიგურაცია.

Cookie-ფაილების მეშვეობით ხორციელდება ვებ-გვერდზე მოქმედებების დამახსოვრება, რაც ემსახურება სტატისტიკური ინფორმაციის მიღებას. ვებ-გვერდის ზოგიერთი ოპერაციის შესრულება შეუძლებელია Cookie ფაილების გამოყენების გარეშე, რადგან გარკვეულ შემთხვევებში, ასეთი ფაილები ტექნიკურად აუცილებელია ვებ-გვერდის მუშაობისთვის.

კონტაქტი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან დახმარებისთვის მოგვმართეთ:

info@connect.com.ge

032 219 33 39