veb-gverdiT sargeblobis politika
მოგესალმებით და გილოცავთ „ქონექთის“ ვებ-გვერდზე (Connect.com.ge) სტუმრობას!
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ წარმოდგენილ წესებსა და პირობებს ვებ-გვერდის გამოყენებამდე. ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ მოქმედი წესებისა და პირობების დაცვაზე.
ზოგადი პირობები
ვებ-გვერდი განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის. მომხმარებლებს არ აქვთ უფლება შეიტანონ ცვლილება, გაავრცელონ, გადააკეთონ, ხელახლა გამოიყენონ ან კომერციული მიზნებით გამოიყენონ ვებ-გვერდის შინაარსი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
დაუშვებელია ვებ-გვერდის გამოყენება საკუთარი ან მესამე პირის კომერციული ინტერესებისთვის.
ვებ-გვერდზე რეგისტრაციისა და მომხმარებლის მიერ საკუთარი ტელეფონის ნომრის / ელექტრონული ფოსტის მოწოდების / წარმოდგენის შემთხვევაში იგულისხმება, რომ მომხმარებელი თანახმაა შესაბამისი ფორმით კომუნიკაციაზე.
ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ Connect.com.ge დაამუშავებს თქვენს მონაცემებს რეგისტრაციისა და შესაბამისი მომსახურების გაწევის მიზნით.
განახლებები
ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, მათ შორის წინამდებარე წესები, პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა, შესაძლოა პერიოდულად განახლდეს. Connect.com.ge არ იღებს ვალდებულებას ცალკეულად შეგატყობინოთ აღნიშნული ცვლილებების შესახებ, შესაბამისად უმჯობესია ყოველი ვიზიტისას გადახედოთ განახლებულ პირობებს.
ინტელექტუალური საკუთრება
ნებისმიერი სახის მონაცემი, რომელიც განთავსებულია წინამდებარე ვებ-გვერდზე, მათ შორის ვებ-გვერდის დიზაინი და მისი შემადგენელი ნებისმიერი დეტალი, ასევე ვებ-გვერდზე განთავსებული ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერი ობიექტი, მათ შორის სავაჭრო ნიშანი, ლოგო და ა.შ. წარმოადგენს მხოლოდ Connect-ის, ხოლო კოლაბორაციის ან პარტნიორობის შემთხვევაში შესაბამისი პარტნიორი კომპანიის / პირის ინტელექტუალურ საკუთრებას. შესაბამისი წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია ჩვენი და ჩვენი პარტნიორი კომპანიების ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება.
დაუშვებელია წინამდებარე ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი სავაჭრო ნიშნის, ლოგოს, ესკიზის, და ინტელექტუალური სამართლით დაცული ნებისმიერი ობიექტის არამართლზომიერი გამოყენება, ასევე იმგვარი გამოყენება, რომლითაც შესაძლოა მოხდეს მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა.
მესამე მხარის ბმულები
ვებ-გვერდზე შეიძლება არსებობდეს ბმულები მესამე მხარის ვებ-გვერდებზე. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ამ ვებ-გვერდების შინაარსზე, კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე ან უსაფრთხოების პრაქტიკაზე.
ქუქი-ფაილები (Cookies)
Connect.com.ge იყენებს ქუქი-ფაილებს მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ეთანხმებით ქუქი-ფაილების გამოყენებას, ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან შესაბამისად.
ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ არაპერსონალური მონაცემები ანალიტიკური მიზნებისთვის, რათა გავაუმჯობესოთ ვებ-გვერდის ფუნქციონირება და მომხმარებლის გამოცდილება. პერსონალური მონაცემები შეგროვდება მხოლოდ თქვენი თანხმობის საფუძველზე.
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს (cookies), რათა შევაგროვოთ ტექნიკური მონაცემები და გავაუმჯობესოთ მომხმარებლის გამოცდილება. ქუქი-ფაილების გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Connect.com.ge-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკში.
მოქმედი სამართალი
ვებ-გვერდის ფუნქციონირება, გამოყნება და წინამდებარე პოლიტიკაში ხსენებული ნებისმიერი სახის ურთიერთობა რეგულიდრება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე განთავსებული რომელიმე პირობა გახდება ბათილი, ძალადაკარგული ან ნებისმიერი მიზეზით აღუსრულებელი, მხოლოდ ის პუნქტი ჩაითვლება ძალადაკარგულად და ეს არ მოახდენს გავლენას ამ წესებისა და პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობასა და აღსრულებაზე.
Connect.com.ge-არ არის პასუხისმგებელი რაიმე პირდაპირი, ირიბი, შემთხვევითი, სპეციალური ან თანმიმდევრული ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია ამ ვებ-გვერდის გამოყენების ან გამოყენების შეუძლებლობის გამო.
კონტაქტი
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან დახმარებისთვის მოგვმართეთ:
info@connect.com.ge
032 219 33 39

